1. უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;
დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;
ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;
ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;
ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილია.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. სასამართლო უწყების შინაარსი 1. უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. 2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილია. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(108)
- საქმე №ას-574-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2026
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 23 თებერვლის წერილის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერი 2025 წლის 07 ოქტომბრის 15:00 საათიდან 15:05 საათამდე პერიოდში არ იძებნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ უწყება სათანადო წესით ჩაბარებული არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, სასამართლოს უფლებამოსილ წარმომადგენელს 2025 წლის 07 ოქტომბერს შემდგარი…
- საქმე №ას-1201-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
ტექნიკური საშუალებით დაბარებისას, მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში.
- საქმე №ას-1310-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-ე და 73-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, სასამართლოს ვადებულებას, გამოიყენოს მისთვის ცნობილი ალტერნატიული მისამართები და ტექნიკური საშუალებები.
- საქმე №ას-780-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში.
- საქმე №ას-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2025
ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში.
- საქმე №ას-1531-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №ას-982-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
- საქმე №ბს-267(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ას-241-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2024
- საქმე №ას-909-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-707-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ას-81-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ას-1090-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
- საქმე №ას-363-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
- საქმე №ას-620-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №ას-408-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
- საქმე №ას-1870-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
- საქმე №ას-1772-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
- საქმე №ას-1057-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2019
- საქმე №ას-1704-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2019
- საქმე №ას-486-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2019
- საქმე №ას-1897-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2019
- საქმე №ას-1847-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-44-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1554-1474-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-1365-1285-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-510-510-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-237-237-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ა-1847-შ-49-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2018
- საქმე №ას-795-744-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2017
- საქმე №ას-1188-1148-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2017
- საქმე №ას-37-33-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-1158-1113-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
- საქმე №ას-966-931-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2016
- საქმე №ას-670-641-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-1254-1176-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2016
- საქმე №ას-1173-1103-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.01.2016
- საქმე №ას-697-663-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
- საქმე №ას-894-844-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2015
- საქმე №ა-2226-შ-48-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 108-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება