1. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
2. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის 1. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. 2. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-1247(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს.
- საქმე №ას-514-487-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2016
აღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ მოპასუხეთა მიმართ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 77-ე, 86-ე, 87-ე, 96-ე, 178-ე, 184-ე მუხლები. 16. საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით 80 765,00 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) უძრავი ქონების მესაკუთრეა გ.
- საქმე №ას-1257-1200-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2014
…არის შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მართალია, იგი თავადაც იყო საქმეში მოპასუხედ ჩაბმული, მაგრამ, იმავდროულად, წარმოადგენდა დანარჩენ მოპასუხეებს, სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას.
- საქმე №ას-984-942-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2013
გ-სა და სხვათა საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პ-ი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პ- სამ პირს.
- საქმე №ას-1455-1373-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2013
…კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, რაც უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის 1-ელ ნაწილის მიხედვით კი, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას.
- საქმე №ას-415-393-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2013
- საქმე №ას-709-668-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2011
- საქმე №ბს-525-520(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2011
- საქმე №ას-190-179-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2011
- საქმე №ბს-180-178(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2011
- საქმე №ბს-1445-1408(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2011
- საქმე №ა-2925-გან-4-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2010
- საქმე №ას-743-696-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2010
- საქმე №ას-1110-1374-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2010
- საქმე №ბს-454-433(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2009
- საქმე №ბს-1380-955(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2006
- საქმე №3კ-508-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2000
- საქმე №3კ-46-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2000
- საქმე №ას-1984-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001811355 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №820310017002073271 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება