1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).
2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
1. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.
4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.
5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.139
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5914
- 20.09.2019 კანონი №5014
- 20.03.2015 კანონი №3340
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა 1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა). 2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე. 3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. 3 1. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით. 4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც. 5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას. 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.139 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(55)
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
ლ-ს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით....
- საქმე №ას-295-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. ამასთან, სასამართლოს შემოწმების არეალი, გარიგების კანონიერების გარდა,…
- საქმე №ას-1463-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
…დარღვევაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და გარდა საკუთარი განმარტებისა, მოპასუხე საპირწონე მტკიცებულებებით ვერ ამყარებს თავის პოზიციას. 14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81.3 მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები.
- საქმე №ბს-1306(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსთვის დავაში წარმომადგენლად მონაწილეობის დავალება (უფლებამოსილება) არ მიუცია.
- საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
…სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები არასრულწლოვანთა ადვოკატის პროცესში ჩართვის პროცესუალური შეუძლებლობაზე დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება ამ საკითხის საპროცესო კანონმდებლობის რელევანტურად გადაწყვეტის წესს. სახელდობრ: 21.1. სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, ამასთანავე სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას არასრულწლოვანიც.
- საქმე №ას-970-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2021
- საქმე №ას-141-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2020
- საქმე №ას-173-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ას-190-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ბს-1213(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
- საქმე №ას-713-713-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ას-753-753-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2018
- საქმე №ას-981-945-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2016
- საქმე №ას-1179-1199-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2011
- საქმე №ბს-1377-1360(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2011
- საქმე №ას-790-739-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2010
- საქმე №ას-663-622-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2010
- საქმე №ას-888-1195-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2008
- საქმე №ას-515-862-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2007
- საქმე №ბს-39-38(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2007
- საქმე №ბს-1409-984(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2006
- საქმე №ბს-94-92(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2006
- საქმე №ბს-1045-627(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2006
- საქმე №ას-1193-1437-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2006
- საქმე №3გ/ად-55-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2001
- საქმე №ას-893-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330310016001381495 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330210017001669970 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.09.2018
- საქმე №330210015001142445 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.07.2018
- საქმე №330210017002180972 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №811210019002703345 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №020210018002360212 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №061210016001468449 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.01.2018
- საქმე №330210018002787448 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.03.2020
- საქმე №330210018002586532 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №421210019003097090 · ყვარელის მაგისტრატი სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №340210018002737480 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330210017002204454 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №190210019002884659 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №200210018002484831 · თელავის რაიონული სასამართლო · 30.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება