1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.
2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-575(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2024
…ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელსაც უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე. სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
- საქმე №ბს-957-953(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
კასატორის განმარტებით, დღემდე არ არის შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციის 82.2, 42.9 მუხლების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.5 მუხლის, სასჯელაღსრულლებისა და პრობაციის სამინისტროს 25.01.16 წლის #MOC01600000398 ბრძანების არ შესრულებას…
- საქმე №ას-276-262-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2016
აპელანტი (მოპასუხე) სადავოდ ხდიდა მის სათანადო მოპასუხეობის საკითხს, რასაც პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლზე მითითებით. 1.2.7. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ მესამე პირი არ იყო ინფორმირებული პროცესის თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა მესამე პირისათვის 09.06.2015წ.
- საქმე №ას-473-443-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2010
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლი მოითხოვს შესაბამისი პირობების არსებობას საპროცესო წარმომადგენლის დასანიშნად და სასამართლოს არ ავალდებულებს, ქმედუუნარო მოსარჩელეს უპირობოდ დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი.
- საქმე №ას-515-862-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2007
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე და 82-ე, 488-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 29 სექტემბრისა და 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების.
- საქმე №3კ-508-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება