სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(56)
საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხე მხარის სათანადოობაზე მსჯელობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინი-სტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
საქმე №ას-882-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
ამასთან, სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
საქმე №ბს-837(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.
საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
…ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საპროცესო კანონი უწყების ჩაბარებას მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, თუ ერთ-ერთ მათგანს ჩაბარდება სსსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და ა.შ. სსსკ-ის 79-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ მიიჩნევა მხარედ სამოქალაქო პროცესში, კერძოდ: „1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით.
საქმე №ბს-1078(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
…ეფუძნება პატიმრობის შესახებ კოდექსით პენიტენციური დაწესებულებისათვის დადგენილი ვალდებულებების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლზე, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
საქმე №ას-706-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
საქმე №ას-146-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
საქმე №ბს-86(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
საქმე №ბს-305(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…მარტის კანონი №486 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; სასამართლოს მეგობარი საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3900 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 79, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-79/