1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.
3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა.
4. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.
5. მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში, რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება.
6. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. ქმედუნარიანობა 1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობებიმოვალეობები, (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. 2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია18 თვრამეტი წლის ასაკს.ასაკს მიაღწია. 3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიცრომელმაც იქორწინებს18 თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე.მიღწევამდე იქორწინა. 4. შვიდქმედუნარიანად წლამდეითვლება ასაკისფსიქოსოციალური არასრულწლოვანისაჭიროების (მცირეწლოვანი)მქონე არისპირი ქმედუუნარო.(შემდგომ 5.– ქმედუუნაროდმხარდაჭერის მიიჩნევამიმღები), ასევეანუ პირი, რომელიცრომელსაც ჭკუასუსტობისაქვს ანმყარი სულითფსიქიკური, ავადმყოფობისგონებრივი/ინტელექტუალური გამოდარღვევები, სასამართლოსრომელთა მიერსხვადასხვა ასეთადდაბრკოლებასთან იქნებაურთიერთქმედებამ აღიარებული.შესაძლოა ამხელი პირისშეუშალოს უფლებებსსაზოგადოებრივ ახორციელებსცხოვრებაში მისიმის კანონიერისრულ წარმომადგენელიდა (მეურვე).ეფექტიან [მონაწილეობას ძალადაკარგულიასხვებთან 2015თანაბარ წლისპირობებში, 1თუ აპრილიდანეს ისპირი ნორმატიულიაკმაყოფილებს შინაარსი,ამ რომელიცმუხლის ითვალისწინებსმე-2 „ჭკუასუსტი“ან პირისმე-3 ქმედუუნაროდნაწილის მიჩნევასპირობებს, მისიამასთანავე, ინდივიდუალურიაღნიშნული გონებრივიდაბრკოლებები შესაძლებლობებისსათანადო გათვალისწინებისრჩევისა გარეშე;და ძალადაკარგულიადახმარების 2015გარეშე წლისმნიშვნელოვნად 1ართულებს აპრილიდანპირის ისმიერ ნორმატიულისაკუთარი შინაარსი,ნების რომელიცთავისუფლად ითვალისწინებსგამოხატვას „სულითდა ავადმყოფი“ინფორმირებული პირისდა ქმედუუნაროდგააზრებული მიჩნევასარჩევანის მისიგაკეთებას ინდივიდუალურისასამართლოს გონებრივიმიერ შესაძლებლობებისგანსაზღვრულ გათვალისწინებისსფეროში. გარეშე5. -მხარდაჭერის საქართველოსმიმღებად საკონსტიტუციოსასამართლომ სასამართლოსშეიძლება 2014ცნოს წლისაგრეთვე 8არასრულწლოვანი ოქტომბრისიმ გადაწყვეტილებაფარგლებში, №2/4//532,533რომლებშიც, –ვებგვერდი,საქართველოს 28.10.2014წ.]კანონმდებლობის 6.თანახმად, ქმედუუნაროდმას აღიარებულითავისი პირისუფლება-მოვალეობების განკურნებისგანხორციელებისას ანკანონიერი ჯანმრთელობისწარმომადგენლის მნიშვნელოვნადთანხმობა გაუმჯობესებისარ შემთხვევაშისჭირდება. სასამართლო6. აღიარებს7 მასწლამდე ქმედუნარიანად.ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(157)
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
…დევნის ხანდაზმულობის ვადისა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც დაწესებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №ბს-1385(2კ-უს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებზე, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის არა გარე, არამედ შიდა მობილობის განუხორციელებლობას, რადგან მისი მტკიცებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის...
- საქმე №ას-1325-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2025
მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი…
- საქმე №ას-610-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (2015 წლის 1 აპრილის ცვლილებამდე), კონკრეტულად კი სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო პირებს უზღუდავდა თავისუფლებას, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეეძინათ და განეხორციელებინათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.
- საქმე №ბს-262(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
აღნიშნული დანაშაული საქართველოს სსკ-ის 12.3 მუხლის თანახმად, ითვლება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულად. ამასთან ერთად, ა.დ-ე პატიმრობაში იმყოფებოდა 18.11.2005 წლიდან 31.10.2006 წლამდე (11 თვე და 13 დღე), ხოლო მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17 წლის შემდეგ.
- საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
- საქმე №2კ-412აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ბს-766(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
- საქმე №ბს-512(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ას-1582-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-16-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2025
- საქმე №ას-1435-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
- საქმე №ას-1395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-1306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-329-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ას-1595-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-683-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-1474-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
- საქმე №ას-1480-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2023
- საქმე №ბს-1036(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
- საქმე №ას-1052-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2022
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
- საქმე №ას-1016-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
- საქმე №ას-136-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
- საქმე №ბს-1196(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1251-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
- საქმე №ბს-689(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2022
- საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
- საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ას-1232-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
- საქმე №ას-1251-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2020
- საქმე №ას-1339-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2020
- საქმე №ა-3658-შ-95-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2019
- საქმე №ას-726-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-611-570-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-809-809-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 157-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება