1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.
2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(117)
- საქმე №ას-1181-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2026
…განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ფარგლებს ცილისწამებისათვის. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
- საქმე №2კ-412აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2025
…წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი. ხსენებული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.
- საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
ცილისწამებისათვის, რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“, გათვალისწინებულია სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სპეციალური კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც რეგლამენტირებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით. 13.2. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირის მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
- საქმე №ბს-737(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.
- საქმე №ას-989-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
…მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).
- საქმე №ას-66-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-1163(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
- საქმე №ბს-1164(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ბს-333(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-1582-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-622-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ას-257-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ბს-417(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-1258-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2022
- საქმე №ას-991-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-278(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
- საქმე №ას-1271-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2022
- საქმე №ას-180-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
- საქმე №ას-19-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №ას-1957-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2020
- საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ბს-430(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2020
- საქმე №ბს-427(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ბს-429(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-975(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-621-621(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
- საქმე №ბს-587-587(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2018
- საქმე №ბს-649-649(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2018
- საქმე №ას-244-244-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №ბს-439-436(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2017
- საქმე №ას-105-98-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
- საქმე №ას-222-212-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2016
- საქმე №ას-625-593-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-135-131-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2016
- საქმე №ბს-758-750(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ას-1044-984-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2015
- საქმე №ას-754-714-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 117-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება