1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №222 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები 1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე. 2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობითმეშვეობით, მოითხოვოსკანონით იმდადგენილი ცნობებისწესით უარყოფა,დაიცვას რომლებიცსაკუთარი ლახავსპატივი, მისღირსება, პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას,საიდუმლოება, პირადპირადი ხელშეუხებლობასხელშეუხებლობა ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.რეპუტაცია შელახვისაგან. 3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. 4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში. 5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №222 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(854)
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
კასატორის წარმომადგენელი პირველ რიგში უთითებს სახელმწიფოს ან საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
- საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
…თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015). 33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
- საქმე №ას-98-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი არ არის მარტოოდენ დამფუძნებელი ნორმა აღნიშნული დავის მიზნებისთვის, არამედ ის ზოგადი მოწესრიგების ხასიათისაა და მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის ხასიათი ცილისწამების მომწესრიგებელი შესაბამისი ნორმებია.
- საქმე №ას-231-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
მართალია, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე და ამ მუხლით დაცულ სიკეთეებზე, თუმცა კასატორის მტკიცებით, ცილისწამების შემადგენლობა არასწორად განმარტა და დაეყრდნო მხოლოდ ზოგად დებულებებს.
- საქმე №ას-1269-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
…ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება,…
- საქმე №ბს-1047(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №ას-263-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-1181-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2026
- საქმე №ბს-68(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
- საქმე №ბს-1201(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
- საქმე №ბს-52(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1554-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №ბს-737(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №ბს-861(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ბს-601(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
- საქმე №ას-610-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ბს-358(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ბს-552(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
- საქმე №ბს-870(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ბს-516(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №ბს-249(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-291(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-634(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-886(2კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2025
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
- საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
- საქმე №ბს-511(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-542(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №ბს-1226(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ბს-325(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2025
- საქმე №ბს-959(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ას-177-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №ბს-188(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ას-159-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №ბს-964(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 854-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება