თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
2. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
3. თუ გაირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასამართლო გააუქმებს განჩინებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
(ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი ივნისიდან 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება №2/8/1455 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
4. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/765 – ვებგვერდი, 12.12.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №805 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება №2/8/1455 - ვებგვერდი, 31.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.07.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.07.2021 კანონი №805
- 25.05.2012 კანონი №6315
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(390)
- საქმე №ა-1020-ბ-10-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2026
აღნიშნულ განჩინებაზე სსსკ-ის 430.2 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა. თუმცა, უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
- საქმე №ას-1559-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
საჩივარი, თავისი შინაარსით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რადგან იგი შეტანილი იყო სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა მ.
- საქმე №ას-130-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგენს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
- საქმე №ა-39-ა-6-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგენს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
- საქმე №ბ-1248-2(ა-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2026
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
- საქმე №ა-5398-ა-8-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
- საქმე №ა-6003-ბ-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ა-1454-ა-3-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ას-544-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2025
- საქმე №ბ-299-1(ბ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-1531-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №ა-897-ა-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
- საქმე №ბ-1608-10(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ა-4248-ა-12-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ა-4251-ა-13-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ბ-1250-6(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბ-1250-7(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №ბ-666-4(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2024
- საქმე №ბ-743-3(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2024
- საქმე №ბ-1759-7(ა-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
- საქმე №ა-2856-ა-8-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
- საქმე №ა-601-ა-6-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2024
- საქმე №ბს-38(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
- საქმე №ა-573-ა-5-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ა-925-ბ-3-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბ-472-4(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ბ-393-3(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2024
- საქმე №ა-5433-ა-30-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2024
- საქმე №ბ-331-2(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ა-6877-ა-1-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2024
- საქმე №ა-6581-ა-4-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №ბ-66-1(ბ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2024
- საქმე №ა-3577-ა-13-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2024
- საქმე №ბ-1649-2(ბ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ა-2176-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2024
- საქმე №ა-5939-ა-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ზ-771-ა-33-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 390-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება