საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2015 ბოლო ცვლილება 25.06.2025
ნომერი
№112/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №112/04

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 33​1 მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის რეალურ რეჟიმში ჩართვის  მიზნით, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელო“ (დანართი №1);

ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის“ (დანართი №2). 

გ) საგადახდო ბარათების სტატისტიკა“ (დანართი 3).

დ) საკასო სტატისტიკა (დანართი №4);

ე) საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა (დანართი N5).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება №18/04 - ვებგვერდი, 08.02.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №248/04 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №232/04 - ვებგვერდი, 24.12.2020 წ.

+
მუხლი 2
კომერციულ ბანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში დანერგვა.
+
მუხლი 3
2015 წლის ნოემბრის თვის ანგარიშგებიდან დაწყებული კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარმოდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (http://webservices.nbg.gov.ge/SebstatUploader/) მეშვეობით.
+
მუხლი 4
+
მუხლი 5
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების მიერ საბანკო სისტემაში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოების და აღნიშნული ანგარიშგებების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
+
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“, №112/04, 26.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016182 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3062545-3/