საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2015 ბოლო ცვლილება 25.06.2025
ნომერი
№112/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №112/04

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 33​1 მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის რეალურ რეჟიმში ჩართვის  მიზნით, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელო“ (დანართი №1);

ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის და მიკრობანკებისათვის“ (დანართი №2);

გ) საგადახდო ბარათების სტატისტიკა“ (დანართი 3);

დ) (ამოღებულია - 18.10.2023, №279/04);

ე) საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა (დანართი N5).

ვ) „საბარათე ინსტრუმენტით, საბარათე მოწყობილობით და სხვა დისტანციური არხებით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციების/ინციდენტების  სტატისტიკა“ (დანართი №6).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება №18/04 - ვებგვერდი, 08.02.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №248/04 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №232/04 - ვებგვერდი, 24.12.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 აპრილის ბრძანება №45/04 - ვებგვერდი,02.05.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №279/04 - ვებგვერდი, 19.10.2023 წ.
 

+
მუხლი 2
კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში გამოყენება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №279/04 - ვებგვერდი, 19.10.2023 წ.

+
მუხლი 3
კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (https://sebstat.nbg.gov.ge/) მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №279/04 - ვებგვერდი, 19.10.2023 წ.

+
მუხლი 4
+
მუხლი 5
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების მიერ საბანკო სისტემაში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოების და აღნიშნული ანგარიშგებების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
+
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“, №112/04, 26.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016182 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3062545-6/