ორგანიზაციული კოდი დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის პროექტი სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10490867 ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1450 000 ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7673667 ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 367 200 ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8 943800 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2292077 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 700000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110000 ლარი.
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105000 ლარი.
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5000 ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული
კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მშენებარე გზების რეაბილიტაცია.
2.1.1. გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია (კერძოდ სუფსა- გულიანის გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულების 2016 წლის გეგმის 1100000-ის უზრუნველყოფა), ასევე გაწეული იქნება 2014 წლის N34 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან შესრულებული სამუშაოს საგარანტიო უზრუნველყოფისათვის დაკავებული 2,5 % თანხების დაბრუნება.
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყალსადენის შიდა ქსელის მოვლა შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.2.1. სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის N1381 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სარწყავი არხისა და ნაპირსამაგრების მოწყობა-რეაბილიტაცია (აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულსი მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულების 2016 წლის გეგმის 640000 ლარის უზრუნველყოფა ), ასევე გაწეული იქნება 2014 წლის N34 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან შესრულებული სამუშაოს საგარანტიო უზრუნველყოფისათვის დაკავებული 2,5 % თანხების დაბრუნება.
2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა პატრონობა. ამ პროგრამული კოდით განსაზღვრულ ღონისძიებებს განახორციელებს ა(ა)იპ „ლაჩხუთი-სერვისი“.
2.2.3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალსადენის ექსპლოატაციაზე გახარჯული ღირებულების გადახდა.
2.2.4. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლაპატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-ტექსერვისი“
2.3. ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების,
ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი ს/კ 233733984 (პროგრამული კოდი 03 06)
ქვეპროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობას.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა .
3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი, რომელიც აერთიანებს 21 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1300–ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა , აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე გაწეული იქნება 2014 წლის №34 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან შესრულებული სამუშაოს საგარანტიო უზრუნველყოფისათვის დაკავებული 2,5 % თანხების დაბრუნება.
4 . კულტურა, რელიგია , ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარებას.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
პროგრამით ხორციელდება სპორტული ცენტრის, საფეხბურთო კლუბის და საფეხბურთო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ასევე განხორციელდება სტადიონის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსება.
4.1.1. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-
საფეხბურთო სკოლა ს/კ 433645004 (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ - გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო -საფეხბურთო სკოლის ყველა ხარჯის დაფინანსება, რომელიც ემსახურება გოგონათა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვას სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში და მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ ფეხბურთელებად, მორაგბეებად.
4.1.2. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“
ს/კ 233734126 (პროგრამული კოდი 05 01 03)
მუნიციპალიტეტი ახორციელებს მუნიციპალური საფეხბურთო კლუბ გურიის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც აერთიანებს 25 სპორტსმენს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სტადიონის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. ასევე ხელს უწყობს პროფესიონალ ფეხბურთელებად მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.
4.1.3. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი /კ 433642178 (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სისტემატურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება. სკოლა აერთიანებს ძიუდოს, ბალახის ჰოკეის, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, ცურვის, კარატე დოს, რაგბის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, ხელბურთის, კრივის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 335 სპორტსმენი. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი.
4.1.4. ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა ს/კ 433642203 (პროგრამული კოდი 05 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო -საფეხბურთო სკოლის ყველა ხარჯის დაფინანსება, რომელიც ემსახურება გოგონათა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში და მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ ფეხბურთელებად, მორაგბეებად.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აგრძელებს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას. განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში გამოფენის მოწყობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1 ა(ა)იპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება
ს/კ 233731478 (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური კულტურის ცენტრი, რომელიც ეწევა მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსამბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას.
მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსაბლების ჩამოყალიბებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნების ინტერესების შესწავლას და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მასალების მოპოვება, ქსელი აერთიანებს 14 ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკა ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ქალაქის და სოფლის ბიბლიოთეკების ხელშეწყობას; წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტებას ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ითვალისწინებს კულტურული ობიქტების მოძიებას და პოპულარიზაციას, სამუზეუმო საქმიანობისთვის ხელშეწყობას. ქსელი აერთიანებს 3 მუზეუმს.
ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის:
სამუსიკო სკოლის დაფინანსებას, სადაც განათლებას იღებს 230-ზე მეტი ბავშვი, სწავლის გადასახადი შეადგენს 15 ლარს, საკუთარი სახსრებით ფინანსდება ნაწილობრივ ხელფასი და ხარჯები მთლიანად, სუფსიდიით ხდება ხელფასის დაფინანსება. სკოლის მიზანია მიაღებინოს მოსწავლეებს მუსიკალური განათლება, წარმატებული მოსწავლეების გამოსავლენად ჩაატაროს საანგარიშო კონცერტები. სამხატვრო სკოლის დაფინანსებას სადაც განათლებას იღებს 100-მდე ბავშვი, სუფსიდიით ხდება ხელფასის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სკოლის მიზანია მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის მისასვლელი გზიდან მენელსაცხებლე დედათა სახელობის ტაძრამდე საფეხმავლო ქვის კიბის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.4.2.2. სოც.- კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 06)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას, წარმატებული მოსწავლე ახალგაზრდობის წახალისებას სხვადასხვა სახის პრიზებით და საჩუქრებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურულ-სპორტული ღონისძიებები: სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებები; საშემსრულებლო, ვიზუალური, თანამედროვე ხელოვნების, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ფესტივალების და კონცერტები;სხვადასხვა ქვეყნების ქალაქების კულტურულ და შემოქმედებით კოლექტივებთან და ინტელიგენციასთან კონტაქტების დამყარება და არსებული ურთიერთობების გაღრმავება; გამოჩენილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების საიუბილეო ღონისძიებების და შემოქმედებითი საღამოები; მაშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზება; კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებები.
4.3 რელიგიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებლების ღონისძიებები.5.1.1 . ა(ა)იპ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ს/კ 233730763 (პროგრამული კოდი 06 01 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებათა გატარება სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებლების ღონისძიებები5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. ბიკარბონატული ჰემოდიალიზით – თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ჰემოდიალიზით დაავადებულებისათვის სატრანსპორტო ხარჯის დაფინანსება, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 20 ბენეფიციარი.
5.2.2. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები და რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (0 დან 57000-მდე ქულის მქონე) 60 ბენეფიციარის ერთჯერადად კვება ყოველდღიურად უფასო სასადილოში.
5.2.3. სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ომის მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით
საქართველოს ტერიტორიული მთლიანიობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა შეჭირვებული ოჯახების (55 ბენეფიციარი), სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ შეჭირვებულ ვეტერანთა (5 ბენეფიციარი) დახმარების პროგრამა.
5.2.4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 16-დან 18-წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი (სარეიტინგო ქულა 101000 მდე) ყოველთვიური დახმარება (თითო ბავშვზე 25 ლარის ოდენობით), ასევე იმ ოჯახებს, რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი (სარეიტინგო ქულა 101 000-ის ზევით) დახმარება.
5.2.5. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების ეროვნული სკრინინგცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა (06 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია :
ეროვნული სკრინინგცენტრის მომსახურების თანადაფინანსება და წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილი პროგრამის თანამონაწილეობა. სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით და კომუნალური გადასახადების უზრუნველყოფა. დამატებითი გამოკვლევებისათვის გამოძახებულ პაციენტთა ტრანსპორტირება.
5.2.6. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი შეჭირვებული ოჯახების დახმარების და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირების ოჯახების ერთჯერადი დახმარება, ავარიულ მდგომარეობაში არსებული და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მოწესრიგება.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა (ბინის ქირის გადასახადი, ზედა ჭერი თვეში 100 ლარი)
5.2.7. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 08)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა ერთჯერადად.
5.2.8. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ლანჩხუთის მუნიცუიპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება
5.2.9. ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იავნანა“თანადაფინანსება ს/კ 433642356 (პროგრამული კოდი 06 02 10 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ცენტრ ,,იავნანაში“ დარეგისტრირებული 24 სოციალურად დაუცველი ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა-თანადაფინანსება.
5.2.10. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა მგზავრობის ხელშეწყობა. (ამ პროგრამით სარგებლობს 1 სკოლა , ბავშვების რაოდენობა 29).
5.2.11. ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" სარეაბილიტაციო პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13 )
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ორგანიზაციული კოდი დასახელება 2014 წლის ფაქტი 2015 წლის გეგმა 2016 წლის პროექტი სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები“, №47, 29.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3135646-7/