2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად, ამ კანონის თანახმად, ჩაითვლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
3. რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით.
5. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.
საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2051 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6997 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6997
- 05.03.2014 კანონი №2051
- 25.05.2012 კანონი №6317
- 25.05.2012 კანონი №6301
- 24.06.2011 კანონი №4937
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-1099(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“…
- საქმე №ბს-722(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2022
…და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების…
- საქმე №ას-109-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
ამასთან, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
- საქმე №ას-1019-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქართველოს კანონი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი.
- საქმე №ბს-215-213(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
…მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ავალდებულებს ყველა ორგანოს და დაწესებულებას პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით იხელმძღვანელონ პირადობის მოწმობის მონაცემებით.
- საქმე №ას-745-701-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
- საქმე №ბს-1227-1213(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2012
- საქმე №ას-1327-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330310017002015971 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330310018002678117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №330210018002407744 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №330210017002072869 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №010310017002159043 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №330310015001162357 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
- საქმე №330310017001777727 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330310019003381300 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №330310017001832329 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №210210018002401288 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №010310017002159043 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება