წარადგენს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
დოკუმენტებს,დაუშვებელია
რეგისტრაციაზე
უარის
თქმა
,თუ
კანონით
სხვა
რამ
არ
არის დადგენილი
. რეგისტრაციის
გავლისას
აგრეთვე
დაუშვებელია
საქართველოს
კანონმდებლობით
გაუთვალისწინებელი
დოკუმენტის
მოთხოვნა
.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-534(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
კასატორი მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-3, მე-6 და 22-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს...ის რაიონის სოფელ...ში, სადაც მდებარე სახლი წარმოადგენს მის სამკვიდრო ქონებას და მისი რეგისტრაცია დამოკიდებულია მოსარჩელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობაზე.
- საქმე №ბს-719-715(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
…მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის 20.4 მუხლის, „სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-10 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 18.01.2012წ.
- საქმე №330310018002678117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
…აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და იმის დადგენას, მას იძულების წესით დატოვებული აქვს თუ არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება