2. საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი.
3. პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულება, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს ამ პირის ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ხნით შეცვლისას იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს მისი ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, ამ პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აღნიშნული დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სავალდებულო არ არის.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №957 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3529 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3529
- 01.06.2017 კანონი №957
- 24.06.2011 კანონი №4937
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-233(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებელი არ ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება მოვალის ალტერნატიული მისამართის მოძიების კუთხით, მართალია მან გამოიჩინა კეთილი ნება და სცადა გამოერკვია მოვალეების სხვა მისამართი, თუმცა უშედეგოდ. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“…
- საქმე №ბს-722(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2022
…თანახმად კი, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა…
- საქმე №ბ-858-5(ა-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2014
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“…
- საქმე №ბს-1896-1849(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2011
…მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 თავის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამავე კანონის მე-4 მუხლით განმარტებულია, რომ საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის…
- საქმე №330310018002757151 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-7 მუხლებზე,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი…
- საქმე №330310017002015971 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330310018002678117 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.10.2019
- საქმე №010310017002159043 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №330310017001777727 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.