სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 43-ე და 45-ე მუხლების, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს: |
ა)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3); |
ბ)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების ჩამონათვალი (დანართი 4), კვარტალური და ყოველთვიური ფორმები და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6); |
გ)
საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7). |
2.
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ: |
ა)
დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - ცენტრი) სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართი №1-№6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად; |
ბ)
სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება; |
გ)
ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება. |
3.
ცენტრი უზრუნველყოფს: |
ა)
სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით; |
ბ)
სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშებზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებასმოთხოვნის შემთხვევაში. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3, №4, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანება. |
6.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“, №01-2/ნ, 18.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016371 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3161608-1/