სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2016 ძალადაკარგული 25.03.2019
ნომერი
№01-2/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ


1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი  სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების  ჩამონათვალი (დანართი 4), კვარტალური და ყოველთვიური ფორმები და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები (დანართი №5) და მათი  წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6);
გ) საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).
2. სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ:
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - ცენტრი) სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართი №1-№6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად;
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
3. ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით;
ბ) სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშებზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებასმოთხოვნის შემთხვევაში.
4. ბრძანებით დამტკიცებული №1,  №2,  №3, №4, №5,  №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“, №01-2/ნ, 18.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016371 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3161608-3/