ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2016 ბოლო ცვლილება 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.140.016209
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2016 წლის 20 იანვარი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 27 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.10.2014წ., ს/კოდი: 010250000.35.140.016124) ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2016 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
+



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების

ანაზღაურების წესი


+
მუხლი 1. ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების  ზღვრული  ოდენობა:
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.

[ მუხლი 1. ასპინძის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა ) უფლებამოსილების   განხორციელებასთან    დაკავშირებული   ხარჯების   ანაზღაურების   ზღვრული   ოდენობა :

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 770 (შვიდასსამოცდაათი) ლარი. (ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან) ]

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.08.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 21.01.2019წ. 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2021წ. 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 19.12.2022წ. 

+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა  მუშაობაში  მონაწილეობის  მიღებისათვის  ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი  ადგენს  მოხსენებით  ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო  დღეს).

2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 (ასი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი.

3. საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ბიურო, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ოჯახის წევრის  გარდაცვალება, ოჯახური პირობები, უბედური შემთხვევა და სხვა ობიექტური გარემოება) გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია სხდომის წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, სხდომის დაწყებამდე წერილობით, ტელეფონით ან სხვა ელექტრონული კავშირის საშუალებით  აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადასცემს საკრებულოს აპარატს, ხოლო საკრებულოს აპარატი აღნიშნულ ინფორმაციას აღრიცხავს შესაბამის ჟურნალში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია, აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ სამი სამუშაო  დღის ვადაში (მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს, მიმდინარე თვის 20 რიცხვისა) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს წერილობითი განცხადება გაცდენილი სხდომის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, საავადმყოფოს ფურცელთან ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. იმ  შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა შესაბამის სხდომაზე, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მოხსენებითი ბარათი წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 03.01.2017წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2021წ. 

+
მუხლი 3. საკრებულოს   წევრის   უფლებამოსილების   განხორციელებასთან   დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურება
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, საანგარიშო თვის 25-30 რიცხვამდე.

 ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი , 19.12.2017 წ .



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 20.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3165038-7/