ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2016 წლის 20 იანვარი დ. ასპინძა |
|
ანაზღაურების წესი
ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 197 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი;
ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 200 (ორასი) ლარი.
2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 30 (ოცდაათი) ლარი.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა.
+
+
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.10.2014წ., ს/კოდი: 010250000.35.140.016124) ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
+
მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა:
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), მიერ, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობად (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს 908 (ცხრაას რვა) ლარი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.08.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 21.01.2019წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2021წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 19.12.2022წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 11.01.2023 წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 13.03.2023წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 20.12.2023წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 16.01.2025წ.
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე ამომრჩევლებთან შეხვედრების, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად და სხვა უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით, ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო დღეს).
2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 (ასი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ბიურო, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება, ოჯახური პირობები, უბედური შემთხვევა და სხვა ობიექტური გარემოება) გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია სხდომის წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, სხდომის დაწყებამდე წერილობით, ტელეფონით ან სხვა ელექტრონული კავშირის საშუალებით აღნიშნულის შესახებ აცნობოს შესაბამის სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადასცემს საკრებულოს აპარატს, ხოლო საკრებულოს აპარატი აღნიშნულ ინფორმაციას აღრიცხავს შესაბამის ჟურნალში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრი ვალდებულია, აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ სამი სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს, მიმდინარე თვის 20 რიცხვისა) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს წერილობითი განცხადება გაცდენილი სხდომის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, საავადმყოფოს ფურცელთან ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა შესაბამის სხდომაზე, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მოხსენებითი ბარათი წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 03.01.2017წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2021წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 20.12.2023წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, საანგარიშო თვის 25-30 რიცხვამდე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი , 19.12.2017 წ .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.01.2016. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.140.016209.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 20.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.140.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3165038/