1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-39-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1218-ე და 1219-ე მუხლებზე, რომლითაც დადგენილია შვილების მატერიალურ პასუხისმგებლობის ელემენტები მშობლების მიმართ. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
- საქმე №ას-1445-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
ხსენებულ მოთხოვნას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე, 1219-ე მუხლი. მოხმობილი ნორმების თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
- საქმე №ას-494-462-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2018
მოცემული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე და 1219-ე მუხლები) დისპოზიციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა…
- საქმე №ას-289-278-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2012
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შემდეგი სამართლებრივი შეფასება: სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1219-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
- საქმე №330210016001234114 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.03.2018
მოცემული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე და 1219-ე მუხლები) დისპოზიციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა…
- საქმე №330210018002570214 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2019
- საქმე №080210018002400488 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №080210019003366167 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.03.2020
- საქმე №330210019002908076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330210018002570214 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება