დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1223. და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა
სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლი · სკ 1223
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-49-49-2018
სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დებს და ძმებს არასრულწლოვანი და-ძმების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას.
- საქმე №3კ/980-02
სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მოპასუხეებს არ ევალებათ ძმის სარჩენი ალიმენტის გადახდა, რადგან სკ-ს 1223-ე მუხლის საფუძველზე დები და ძმები მხოლოდ მაშინ არიან მოვალენი არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები და ძმები, თუ ისინი დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან.
- საქმე №330210016001468317
სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დებს და ძმებს არასრულწლოვანი და-ძმების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას.
- საქმე №330210018002703789
…მოპასუხის დედის სახელზე. ამდენად, მოცემულ საქმეზე, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და სტაბილური მაღალი ოდენობით შემოსავლის მიღების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის თანახმად, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან.
- საქმე №330210018002590362
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისგან.
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1217. სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ
- მუხლი 1218. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ
- მუხლი 1219. შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში
- მუხლი 1220. შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში
- მუხლი 1221. სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ
- მუხლი 1222. ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გამო
- მუხლი 1224. შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ
- მუხლი 1225. პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ
- მუხლი 1226. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1227. გერის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1229. საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1223, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1223/