1. გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.
2. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-712-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
…მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. ამავე კოდექსის 1227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც…
- საქმე №ას-1260-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
…თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება. 5.5 პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ საფუძველს, რამდენადაც, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის აღარ არსებობდა ურთიერთობა, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ.
- საქმე №ას-84-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ მისცა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ-სამართლებრივ…
- საქმე №ას-1061-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ასევე სსკ-ის 1218-ე, 1227-ე და 1229-ე მუხლებით და განმარტა, რომ შვილის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა მშობლების, მათ შორის, დედინაცვლის/ფაქტობრივი აღმზრდელის, რჩენა, ხოლო შვილის მიერ…
- საქმე №ას-811-864-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
გ-ემ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1227-ე, 1212-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებზე. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით უ.
- საქმე №ას-1753-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210018002280950 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება