პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1225. პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ
სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი · სკ 1225
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-82-2026
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი და განმარტა, რომ ხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი…
- საქმე №ას-1515-2025
იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მოპასუხესთან ერთად, სადავო ფართში მისი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთაგან ბებია-პაპის საკუთრების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე (თავშესაფარზე), თუმცა, ბებია-პაპის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ სსკ-ის 1225-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.
- საქმე №ას-1093-2025
მოსარჩელის, როგორც პაპის ვალდებულებაზე არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.
- საქმე №ას-835-2025
მართალია, აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვნების პაპასა და ბებიას, თავიანთი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ შვილიშვილებისათვის ალიმენტის გადახდა უზრუნველყონ, თითოეულისათვის 175 ლარის ოდენობით, თუმცა ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლზე მიუთითა და კვლავ აღნიშნა, რომ პაპასა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას.
- საქმე №ას-159-2024
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 24-ე,
- საქმე №ას-770-2024
- საქმე №ას-957-2022
- საქმე №ას-289-2022
- საქმე №ას-1375-2021
- საქმე №ას-220-2022
- საქმე №ას-1710-2019
- საქმე №ას-454-426-2017
- საქმე №ას-1641-1631-2011
- საქმე №ას-74-407-09
- საქმე №ას-639-907-05
- საქმე №111210019003091194
- საქმე №340210018002545135
- საქმე №110210117002217822
- საქმე №330210116001250391
- საქმე №330210017001798859
- საქმე №330210019003006167
- საქმე №190210119003127310
- საქმე №010210019002922046
- საქმე №351210018002403263
- საქმე №330210019002797187
- საქმე №330210018002783885
- საქმე №330210018002500308
- საქმე №330210018002263386
- საქმე №110210018002571905
- საქმე №330210018002487826
- საქმე №110210117002217822
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1219. შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში
- მუხლი 1220. შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში
- მუხლი 1221. სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ
- მუხლი 1222. ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გამო
- მუხლი 1223. და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა
- მუხლი 1224. შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ
- მუხლი 1226. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1227. გერის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1229. საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ
- მუხლი 1230. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი
- მუხლი 1231. ალიმენტის ოდენობის შეცვლა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1225, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1225/