1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.
2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-702-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
- საქმე №ას-835-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…განმარტებით, მართალია, მ.კ–ძე არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელსაც კანონმდებელი ალიმენტვალდებულ პირად განსაზღვრავს, თუმცა მიაჩნია, რომ მ.კ–ძე, არასრულწლოვნების რჩენის თაობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც მოვალეა იხადოს ალიმენტი (ვინაიდან მან ეს ვალდებულება იკისრა და ნებაყოფლობით ასრულებდა კიდეც).
- საქმე №ას-1481-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
ამასთან, კასატორის მითითება, რომ თუ ბავშვებს სრულად უზრუნველყოფს მამა, გაურკვეველია მისთვის ალიმენტის დაკისრება დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება სსკ-ის 1232.2 მუხლის საფუძველზე. 24. კასატორმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
- საქმე №190210018002449043 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
…პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილების სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის თანახმად, 1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.
- საქმე №190210017002081059 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
…რომ ნებაყოფლობით ასრულებს შვილის რჩენის ვალდებულებას, მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, საკუთარი ავტომობილით უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას ცეკვის სტუდიაში მეცადინეობაზე, ამ დროს ხარჯავს მატერიალურ სახსრებს ბავშვებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის თანახმად, 1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.
- საქმე №190210017001999451 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 05.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება