1. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-995-1273-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2010
ტ-ძემ კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქართველოოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გადახდევინება ხდება მთელი დავალიანების პერიოდისათვის და არსად საუბარი არ არის მხოლოდ სამი წლის ხანდაზმულობაზე.
- საქმე №ა-396-შ-21-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2008
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
- საქმე №ას-1003-1257-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2006
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1235-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წ.ა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
- საქმე №330210017001865512 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
…როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელით ითხოვდა ჯამში საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, მაგრამ აქედან 28 000 ლარის ნაწილში უთითებდა კიდევ ერთ დამოუკიდებელ საფუძველს - დავალიანების ხანდაზმულობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლის სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
- საქმე №330210016001529733 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
- საქმე №411210018002518753 · კასპის მაგისტრატი სასამართლო · 06.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება