1. იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
2. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(699)
- საქმე №ას-567-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
…ყოველთვიურად, თითოეულისათვის, 600-600 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2024 წლის 19 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე. 4.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18, 27.2-ე მუხლებზე. 4.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ…
- საქმე №ას-215-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე, მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994)…
- საქმე №ას-1524-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ შესაბამის მუხლებზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს…
- საქმე №ას-82-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან] და 1234-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან].
- საქმე №ას-1613-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18, 27.2-ე მუხლებზე. 12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტი განსაზღვრა მისი ქონებრივი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასების შედეგად და არ გაითვალისწინა ბავშვების დედის შემოსავლები.
- საქმე №ას-1450-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
- საქმე №ას-3-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ას-840-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-185-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-835-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ას-822-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
- საქმე №ას-931-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
- საქმე №ას-237-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ას-1262-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2023
- საქმე №ას-1126-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ას-1258-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-957-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ას-420-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-531-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ას-878-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-90-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
- საქმე №ას-332-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
- საქმე №ას-284-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2019
- საქმე №ას-1803-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2019
- საქმე №ას-963-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ას-1875-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2019
- საქმე №ას-735-735-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2019
- საქმე №ას-1313-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ას-49-49-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2018
- საქმე №ას-319-319-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2018
- საქმე №ა-1400-გან-5-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2018
- საქმე №ას-1210-1130-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2018
- საქმე №ას-1011-931-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2018
- საქმე №ას-1141-1061-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ას-557-516-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2017
- საქმე №ას-159-149-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-42-38-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2017
- საქმე №ას-1173-1128-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-1167-1122-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 699-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება