მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
ა
) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება;
ბ
) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;
გ
) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1000-944-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2015
79) [ სსკ-ის 1398-ე მუხლი ]. 9. 2014 წლის 21 აგვისტოს პირველ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება (ს.ფ.
- საქმე №ას-205-899-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2004
კასატორი აღნიშნავს, სკ-ს 1398-ე მუხლის «ა” პუნქტით და 1400-ე მუხლით დადგენილია, რომ თუკი შემდგომი ანდერძი ეწინააღმდეგება პირველ ანდერძს ან ცვლის მას, წინა ანდერძი კარგავს ძალას.
- საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მარინა ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ.
- საქმე №3კ/1464-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2003
ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ.
- საქმე №330210118002483006 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2019
…1991 წლის 26 მარტს საგარეჯოს რაიონის ს------–-----–----ის გამგეობაში გ-----------–----ის სახელით დამოწმებულია ანდერძი (რეესტრი N-). მოანდერძის მიერ თავის სიცოცხლეში, 1991 წლის 26 მარტს, შედგენილი ანდერძი გაუქმებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1398-ე მუხლი ადგენს დანაწესს მოანდერძის მიერ ანდერძის შეცვლის ან მოშლის შესახებ, რასაც მოცემული დავის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია.
- საქმე №210210116001452527 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 26.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება