ანდერძი ძალას კარგავს, თუ:
ა
) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე;
ბ
) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი;
გ
) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-339-322-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
მ-ის სახელზე შედგენილი ანდერძი, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიერ გ. პ-ის სახელზე 2011 წლის 10 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და დაევალოს ხსენებულ ნოტარიუსს, აღნიშნულ ქონებაზე გასცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა.
- საქმე №ას-839-788-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2011
სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლზე. ნ.ყ-შვილის სამკვიდროში შემავალი სხვა ქონება – პენსია 321,4 ლარის ოდენობით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის…
- საქმე №ას-650-1300-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2004
მ-ის კანონისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე სადავო ბინაზე და ამ ბინაში არსებულ ქონებაზე, რადგან სკ-ს 1402-ე მუხლის თანახმად, ანდერძი ძალას კარგავს, თუ ნაანდერძევი ქონება მოანდერძემ გაასხვისა სიცოცხლეში. ამდენად, რადგან სადავო ბინა ლ.
- საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მარინა ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ.
- საქმე №3კ/1464-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2003
ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ.
- საქმე №3კ/200-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება