1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.
2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.
3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1132-1065-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2016
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 52-ე- 62-ე, 1403-ე, 1404-ე მუხლები და განმარტა, რომ ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ.
- საქმე №ას-681-647-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.09.2015
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1407-ე, 1404-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები.
- საქმე №ას-934-877-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2012
პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1404.1-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა ქ.
- საქმე №ას-1049-1079-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2011
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვითაც სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
- საქმე №ას-1184-1445-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ დაასახელა სამოქალაქო კოდექსის 1404-ე მუხლი (ს.ფ. 1-11). მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარდგენილ შესაგებელში განმარტეს, რომ ბათუმში,...
- საქმე №ას-970-1211-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2005
- საქმე №050210118002408562 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 13.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება