1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
2. ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა მოანდერძემ მემკვიდრეს არასწორად უანდერძა სხვისი ქონება, როგორც თავისი.
თავი მეცხრე
ანდერძის აღსრულე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-392-392-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
კასატორის განმარტებით, 1979 წლის 25 მაისს ანდერძის დამოწმების დროს მოქმედი კანონმდებლობა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ანალოგიურად, არ ითვალისწინებდა ერთობლივი ანდერძის გაფორმების შესაძლებლობას, შესაბამისად, ამ ანდერძზე, როგორც უცილოდ ბათილ გარიგებაზე, ვერ გავრცელდება სსკ-ის 1409-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ორწლიანი ვადა. ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელის მიერ დაცულია.
- საქმე №ას-15-15-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2012
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე, 129-ე მუხლებით, 1409-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. მ-სათვის ანდერძის შედგენის შესახებ ცნობილი იყო ანდერძის შედგენის დღიდანვე – 1997 წლის 31 ოქტომბრიდან, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ანდერძი მის მიერ იქნა გაყალბებული.
- საქმე №ას-557-525-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2012
ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის შესაბამისად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც სამკვიდრო 1995 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა, ხოლო ვადის ათვლის წერტილად 2008 წლის 18 ივლისის მიჩნევის შემთხვევაში ამ შემთხვევაშიც, გასულია ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
- საქმე №ას-1184-1445-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2010
მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღებოდა სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, თუ მოანდერძემ მემკვიდრეს უანდერძა ისეთი ქონება, რომელიც მისი საკუთრება არ იყო, ამ ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს ის მემკვიდრეებისგან.
- საქმე №ას-607-1259-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2004
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 1409-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1320-ე მუხლით და ლ. ა-ას სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად. ვინაიდან, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ლ.
- საქმე №ას-310-971-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
- საქმე №3გ-ად-331-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2003
- საქმე №3კ/1478-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2003
- საქმე №3კ/1241-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2002
- საქმე №330210114656136 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №020210018001645526 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.05.2019
- საქმე №010211418700056144 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №330210114656136 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №020210016001645526 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება