სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-1537-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
წინამდებარე საქმეში დავის საგანია სამკვიდრო ქონების წილზე მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მესაკუთრედ ცნობა, ხოლო აღნიშნულ საკონსტიტუციო დავაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის კონსტიტუციურობა, რომელიც სამკვიდროს გაყოფას, კერძოდ კი, საჩუქრის მემკვიდრის წილში ჩათვლის საკითხს არეგულირებს.
- საქმე №ას-1004-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
…სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა შემდეგი საფუძვლებით: 6.1. სსკ-ის 1455-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
- საქმე №ას-195-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე…
- საქმე №ას-202-202-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2018
…2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1433-ე, 1421-ე, 1424-ე, 1455-ე, 1473-ე და 1477-ე მუხლებით. 11.3 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა…
- საქმე №ას-1457-1377-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2018
პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებოდა სსკ-ის 1455-ე მუხლის შემადგენლობას, თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად სარჩელის ხანდაზმულობა დაუდო ( სსკ-ის 1450-ე მუხლი).
- საქმე №ას-1583-1486-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2013
- საქმე №ას-1058-1325-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2010
- საქმე №ას-38-347-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2004
- საქმე №3კ/1504-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2003
- საქმე №020210018002248596 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330210119002807041 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330210117001964196 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება