1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.
2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.06.2019 კანონი №4851
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-981-1015-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2011
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1460-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საადგილმამულო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე…
- საქმე №ას-944-890-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2010
…არამედ ქონების კონკრეტული ობიექტების ფართის მიხედვით. პალატამ მიუთითა, რომ სამკვიდროდან წილის გამოყოფისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას სამკვიდრო მასის ღირებულება და სამკვიდრო ქონების შემადგენელი თითოეული ობიექტის დანიშნულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1460-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დადგენილად ცნო, რომ დ. ჯ-ძის სამკვიდრო შედგებოდა 3820 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8 დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთისაგან.
- საქმე №ას-1163-1308-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2009
მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება აუდიტის შეფასებით 2500 ლარს შეადგენდა. სამოქალაქო კოდექსის 1454-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეეძლო თავისი წილის გამოყოფა ნატურით როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებიდან. ამავე კოდექსის 1460-ე მუხლიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი სახლის მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნატურით გამოყოფის შესახებ საფუძვლიანად ჩათვალა (ტომი II, ს.ფ.
- საქმე №ას-561-1216-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2004
…თ. ს-ს. პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ თ. ს-ი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი სკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელად. სკ-ის 1460-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით უნდა გაერკვია, შეინარჩუნებდა თუ არა თითოეული მემკვიდრის კუთვნილი წილის შესაბამისად სამკვიდრო მიწის ნაკვეთის გაყოფის შემთხვევაში იგი სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის დანიშნულებას.
- საქმე №3გ-ად-477-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2003
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ს 1460-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზედ მოწყობილი საადგილმამულო მეურნეობა უნდა გაიყოს მემკვიდრეებს შორის, ასევე დაარღვია 1513-ე…
- საქმე №330210117001964196 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.10.2018
- საქმე №190210017001678705 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 19.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება