1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
- საქმე №ას-148-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. მოსარჩელეები ითხოვენ მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედების აღკვეთას. 4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 172.2, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ.
- საქმე №ას-356-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
- საქმე №ას-872-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მეზობლები არიან, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნით ხმაურის აკრძალვაა მოთხოვნილი, შესაბამისად, წინამდებარე დავა სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებით უნდა შეფასდეს. 22. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე…
- საქმე №ას-1467-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
თმენის ვალდებულება ეფუძნება კანონს ( სსკ-ის 175-ე მუხლი). ამდენად, თუნდაც მოპასუხის ოთახს, გარდა სადავო ფანჯრებისა, სხვა ფანჯარაც ჰქონდეს, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო ფანჯრების 1/3 ნაწილზე სარკმლის არსებობით მისი ინტერესის დაუშვებელ ხელყოფას, მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
- საქმე №ას-1377-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში ( სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას.
- საქმე №ას-1008-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
- საქმე №ას-722-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-1569-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2023
- საქმე №ას-583-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №ას-1381-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2023
- საქმე №ბს-1121(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-1364-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-532-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ას-1029-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
- საქმე №ას-395-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-1342-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
- საქმე №ას-583-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
- საქმე №ას-677-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
- საქმე №ას-556-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
- საქმე №ას-1065-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ბს-1099(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ას-88-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2021
- საქმე №ას-1414-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
- საქმე №ას-1340-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
- საქმე №ას-1539-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ას-14-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2020
- საქმე №ას-1519-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2020
- საქმე №ას-1320-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2020
- საქმე №ას-40-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-851-851-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
- საქმე №ას-1205-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-1034-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2018
- საქმე №ას-395-379-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2018
- საქმე №ას-324-324-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2018
- საქმე №ას-1291-1211-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2017
- საქმე №ას-1135-1055-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2017
- საქმე №ას-1085-1005-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
- საქმე №ას-1046-1007-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2017
- საქმე №ას-876-843-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 149-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება