მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის
სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი · სკ 179
1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.
2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(124)
საქმე №ას-546-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
საკასაციო შედავება ეხება ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, უძრავი ქონების შეძენის დროს, პრეტენზია არ გამოუთქვამს ღობესთან დაკავშირებით, რომლის დემონტაჟსაც სარჩელით ითხოვს და კასატორები ეყრდნობიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს. 28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს.
საქმე №ას-1314-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 179.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, რა შემთხვევაშიც სსკ-ის 172.2 მუხლის საფუძველზე, მესაკუთრის მიერ დემონტაჟის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა.
საქმე №ას-1253-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
…2022 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, საკადასტრო კოდზე......... მდებარეობს საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა, რომელთა კუთვნილი ეზოც შემოსაზღვრულია ბლოკით ნაგები მყარი მიჯნით. 4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს.
საქმე №ას-506-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 179-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან, შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალი 228.30 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელიც მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებში მოპასუხის მიერ მოწყობილი ღობით არის მოკვეთილი.
საქმე №ას-1479-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2026
…დასკვნას, რომ შექმნილი რეალობის პირობებში, მოსარჩელეთა მტკიცება მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო რეგისტრაციის თაობაზე, დაუსაბუთებელია. რაც ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სრულად გამორიცხავდა. 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს.
საქმე №ას-1218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
საქმე №ას-1336-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
საქმე №ას-657-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2025
საქმე №ბს-964(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2025
საქმე №ას-1328-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
საქმე №ბს-17(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.03.2024
საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
საქმე №ბს-1277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
საქმე №ას-1140-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-1377-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
საქმე №ბს-108(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2023
საქმე №ბს-548(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ას-547-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
საქმე №ბს-32(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საქმე №ას-1409-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
საქმე №ას-547-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
საქმე №ბს-500(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
საქმე №ბს-856(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
საქმე №ას-356-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
საქმე №ას-207-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2022
საქმე №ას-1029-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
საქმე №ას-654-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
საქმე №ას-97-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
საქმე №ას-724-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
საქმე №ას-583-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
საქმე №ას-429-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2021
საქმე №ბს-1031(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2021
საქმე №ას-1053-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
საქმე №ას-25-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2021
საქმე №ას-1065-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №ბს-1102(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
საქმე №2კ-567აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2020
საქმე №ას-1701-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-1416-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
საქმე №ბს-533(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 124-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 179, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-179/