1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 247. ცნება 1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდესჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელებაგანხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. 2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(100)
- საქმე №ას-261-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესაბამისად, თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას (იხ.
- საქმე №ბს-518(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2026
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად სერვიტუტის არსზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის, ან სხვა უძრავი ქონების…
- საქმე №ას-525-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც ( სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.) აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ.
- საქმე №ას-163-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ – თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას.
- საქმე №ას-1459-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც ( სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018 25.01.2019წ.). აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2018, მუხ.
- საქმე №ბს-868(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ას-82-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-36-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-1620-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
- საქმე №ბს-1412(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ას-1586-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-558-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
- საქმე №ბს-503(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ას-285-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
- საქმე №ას-93-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
- საქმე №ბს-970(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-656(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №ას-1346-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2021
- საქმე №ას-676-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-45-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ას-58-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №ას-1058-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2021
- საქმე №ას-1620-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
- საქმე №ას-48-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2020
- საქმე №ას-138-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
- საქმე №ას-1122-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2019
- საქმე №ას-870-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2019
- საქმე №ას-1549-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-554-529-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2018
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ას-1218-1138-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
- საქმე №ას-423-406-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2017
- საქმე №ას-128-124-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2016
- საქმე №ას-976-937-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
- საქმე №ბს-399-394(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2015
- საქმე №ას-1141-1187-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2014
- საქმე №ბს-125-122(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2014
- საქმე №ას-478-454-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2013
- საქმე №ბს-761-745(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2013
- საქმე №ას-722-678-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 100-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება