უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 242. ცნება უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ,მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავებისიპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(70)
- საქმე №ას-1227-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2022
…ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1-დან №10-ის ჩათვლით, ს/კ.....), რომლითაც მოპასუხე სარგებლობდა, შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე 2016 წლის 24 აგვისტოდან 2017 წლის 24 აგვისტომდე უძრავი ქონების უზუფრუქტუარი იყო ( სსკ-ის 242-ე მუხლი ადგენს: უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე…
- საქმე №ას-385-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ სსკ-ის 242-ე მუხლი (უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა…
- საქმე №ას-471-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2022
…დარიცხული საფასურის 1 126 004,90 ლარის ოდენობით, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ქონების სარგებლობისათვის ყოველთვიური საზღაურის (თვეში) 16 581 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; 4.35 სსკ-ის 242-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას…
- საქმე №ას-870-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 დეკემბრის #2300 განკარგულებით, მოსარჩელეს არაუმეტეს 25 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაეცა სადავო ქონება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 242 მუხლი). 4.6. სადავო უძრავი ქონება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი არ არის. 4.7. სადავო უძრავ ნივთს მოპასუხეები ფლობენ და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას, ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით.
- საქმე №ას-406-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ სსკ-ის 242-ე მუხლი ადგენს: უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე…
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ბს-1297(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ას-647-647-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2019
- საქმე №ას-717-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
- საქმე №ას-478-446-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2017
- საქმე №ას-406-386-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
- საქმე №ას-547-517-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
- საქმე №ას-745-698-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2010
- საქმე №ბს-993-950(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2007
- საქმე №ბს-524-625-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
- საქმე №ას-217-636-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2006
- საქმე №ას-313-717-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2006
- საქმე №ას-458-847-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2006
- საქმე №ბს-1123-701(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2006
- საქმე №ას-1227-1471-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2006
- საქმე №ას-1378-1600-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2006
- საქმე №ას-832-1102-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2006
- საქმე №ას-1285-1521-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2006
- საქმე №ბს-1215-790(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2006
- საქმე №ბს-1179-754(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2006
- საქმე №ას-990-1246-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2005
- საქმე №ას-934-1213-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2005
- საქმე №ას-334-655-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2005
- საქმე №ას-1445-369-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2005
- საქმე №ას-41-432-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.05.2005
- საქმე №ას-16-400-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2005
- საქმე №ას-67-407-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2005
- საქმე №ბს-901-762-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2005
- საქმე №ას-957-1192-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2005
- საქმე №ას-640-926-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2005
- საქმე №ას-153-460-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2004
- საქმე №ას-253-548-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2004
- საქმე №ას-568-1224-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2003
- საქმე №3კ/666-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2003
- საქმე №3კ/621-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 70-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება