1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.
2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(152)
საქმე №ას-1311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
სხვისი ნივთით სარგებლობის უფლება, შესაძლოა, შემოიფარგლოს გარკვეული დროით, ან მოსარგებლის სიცოცხლის ვადით ( სსკ 244-ე მუხლი). პალატის განსჯით, კასატორსა და ნივთის მფლობელს შორის უზუფრუქტის მსგავსი შეთანხმება იქნა მიღწეული, რომელიც ძალაშია მოსარგებლის/მფლობელის სიცოცხლის განმავლობაში.
საქმე №ას-385-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
…უზუფრუქტუარი, როგორც მართლზომიერი მფლობელი, ნივთზე მფლობელობის განხორციელებისას გათანაბრებულია მესაკუთრესთან. საკუთრების, როგორც სანივთო უფლების განსაზღვრება კი, მოცემულია სსკ-ის 170-ე მუხლში (სუსგ №ას-478-446-2017, 22.12.2017წ). სსკ-ის 244-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო; უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე.
საქმე №ბს-376(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2022
…აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართლაც, რომ მიღებულია მხოლოდ სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, ადგილი არ ჰქონია მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
საქმე №ას-406-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
…როგორც მართლზომიერი მფლობელი, ნივთზე მფლობელობის განხორციელებისას გათანაბრებულია მესაკუთრესთან. საკუთრების, როგორც სანივთო უფლების განსაზღვრება კი, მოცემულია სსკ-ის 170-ე მუხლში (იხ. სუსგ Nას-478-446-2017, 22.12.2017წ). სსკ-ის 244-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო; უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე.
საქმე №ბს-30-30(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2018
შესაბამისად, სსკ-ის 244-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ შეაფასა საქმისათვის საჭირო მტკიცებულებები და არსებითი გარემოებები.
საქმე №ას-70-64-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
საქმე №ას-92-87-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 244, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-244/