1. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.
2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.
3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.10.2015 კანონი №4336
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა 1. თუ აღნაგობის უფლება სასყიდლიანი იყო, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაშიშემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისათვის. სათანადო ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს ნაგებობის ღირებულების ორორი მესამედსმესამედის მაინც.ოდენობით. 2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით.ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ამაღნაგობის გაგრძელებაზე,უფლების მაშინვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც. 3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(69)
- საქმე №ბს-944(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
კასატორი ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ მას შედეგ, რაც ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ქალაქის საბჭო აღმასკომის საბინაო განყოფილებაში.
- საქმე №ას-1118-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს გადასცეს ქონება მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოში არაუგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან.
- საქმე №ბს-337(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…2013 წლის 31 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამინისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ.ვ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით ნაცვლად 9 წლისა და 9 თვისა - 7 წლით, 3 თვით და 22 დღით.
- საქმე №ას-666-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №107 დადგენილებისა და საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, წინამორბედ პირველ მესაკუთრეს (როგორც მოსარჩელის ოჯახის წევრს) პირველი უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გასხვისების უფლება ჰქონდა, თუმცა მან ფართი იმ დროისათვის მოქმედი სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის დებულებათა დარღვევით გაასხვისა, რის გამოც მასა და პირველ მოპასუხეს შორის წარმოშობილი ნასყიდობის სამართალურთიერთობა ფორმადაუცველ გარიგებად უნდა მიჩნეულიყო, რომელიც ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობდა.
- საქმე №ას-179-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და დარეგისტრირებული სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში.
- საქმე №ას-301-301-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №ას-1056-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ბს-890(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
- საქმე №ას-736-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2019
- საქმე №ას-1521-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2019
- საქმე №ბს-1148-1142(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ას-1137-1093-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ას-1053-1014-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-938-903-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2017
- საქმე №ას-715-685-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2017
- საქმე №ას-579-554-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2016
- საქმე №ას-528-504-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №ას-1001-945-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №ას-874-824-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2015
- საქმე №ას-534-507-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2015
- საქმე №ბს-550-537(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2015
- საქმე №ას-146-140-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2012
- საქმე №ას-779-833-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2011
- საქმე №ას-856-805-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2011
- საქმე №ას-96-91-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2010
- საქმე №ბს-682-648(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2009
- საქმე №ბს-1510-1085(გ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2006
- საქმე №ას-557-877-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2005
- საქმე №ას-499-811-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2005
- საქმე №ბს-135-104-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2005
- საქმე №ას-266-593-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2005
- საქმე №ას-59-415-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2005
- საქმე №ბს-466-404-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2004
- საქმე №ბს-465-572-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2004
- საქმე №ას-269-958-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
- საქმე №3კ/528-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2003
- საქმე №3გ-ად-39-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2003
- საქმე №3კ/476-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2003
- საქმე №3კ/452-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 69-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება