არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-546(კს-ს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საჩივრის ავტორები სსკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მართალია აცილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა ის საჩივრდება საქართველოს კონსტიტუციის 31.1, სსკ-ის 36-ე, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-1967-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 36-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ იურიდიული პირის (მოსარჩელე) მიერ ქონების გასხვისება ამ უკანასკნელის მიზანს ემსახურებოდა.
- საქმე №ას-133-129-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2016
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-18 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით, 35-ე, 36-ე მუხლებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში მეწარმეთა კანონი) მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 პუნქტებით, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლებით.
- საქმე №ას-367-346-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2014
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთი განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, კერძოდ, სსკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-368-349-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლით, 686-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 434-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა" ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით ვაგონების ტვირთმიმღების ბრალით დაყოვნების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს საერთო ფორმის აქტი, რომელიც უნდა შეადგინოს თავად რკინიგზამ.
- საქმე №ას-511-485-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2011
- საქმე №330310016001572236 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №330310017002143105 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №060210017001926708 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №240310018002284151 · სენაკის რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №240310017002010339 · სენაკის რაიონული სასამართლო · 04.10.2019
- საქმე №330210015773571 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №020210018002307913 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №ას-608-567-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2017
- საქმე №ას-883-833-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2015
- საქმე №ას-726-691-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2015
- საქმე №ას-923-868-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-424-402-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №ას-67-64-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2012
- საქმე №ას-563-531-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2011
- საქმე №ას-116-114-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2011
- საქმე №ას-70-416-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2007
- საქმე №020290118700066764 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №330210018002464016 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება