1. არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.
2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.
3. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.
4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებიდან. ამასთანავე, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) სახელით.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3536 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.277
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(47)
- საქმე №ბს-632(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
07.03.2022წ. სარჩელზე 14.03.2022წ. №12826573719 საგადახდო დავალებით გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით თანხა, ხოლო 10.06.2022წ. სარჩელზე - 14.06.2022წ. №13581800680 საგადახდო დავალებით 3 000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს.
- საქმე №ბს-1145(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2024
ამასთანავე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
- საქმე №ბს-1233(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…სსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. სსკ-ის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს, „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს.
- საქმე №ას-878-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
…განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
- საქმე №ზ-314-10(ა-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2019
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 39-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნტის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. ამასთან, გ.
- საქმე №ბ-1305-11(ა-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2019
- საქმე №010210018002742438 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №190210019003216990 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.12.2019
- საქმე №611210019003191523 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №010210019002857293 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №140210118002788383 · გორის რაიონული სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №190210017002019955 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №240210019002856178 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №010210018002653400 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №010210019002816952 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №010210016001566129 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №010210017002047640 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №611210019002800600 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №611210019002828189 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 12.04.2019
- საქმე №611210018002604678 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №010210117001834763 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №611210018002737089 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №010210016001663822 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №010210016001622216 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.01.2019
- საქმე №010210018002552077 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №010210016001524826 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.11.2018
- საქმე №010210017001923388 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №010210016001390076 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №010210016001294892 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №010210017002148229 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №010210018002519492 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №010210116001390979 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №281210017002177627 · ასპინძის მაგისტრატი სასამართლო · 06.08.2018
- საქმე №010210116001602828 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2018
- საქმე №010210016001644720 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №010210117002138352 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010210116001230763 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.05.2018
- საქმე №010210014407764 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.04.2018
- საქმე №080210016001518067 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2018
- საქმე №120210017002199557 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 06.03.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 47-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება