1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.
3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო საქართველოსმარეგისტრირებელი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს. 3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოსმარეგისტრირებელმა ფინანსთაორგანომ სამინისტროსუნდა სახელმწიფოგააუქმოს რეესტრისარასამეწარმეო მწარმოებელმა(არაკომერციული) უფლებამოსილმაიურიდიული ორგანომპირის უნდა გააუქმოს რეგისტრაცია. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
რაც შეეხება სააპელაციო პალატის მოსამართლეთა შემადგენლობის აცილების ნაწილში კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 33-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.
- საქმე №ბს-870(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ბრალდებულ ჭ.ლ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ჭ.ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
- საქმე №ას-419-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
…თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. 5.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა წარმოდგენილი დასკვნა, რადგან ექსპერტი მიუთითებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და იმაზე თუ კანონის რა ნორმები იქნა დაარღვეული მძღოლის მიერ.
- საქმე №ბს-1042(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მხარემ წარმოადგინა მხარეთა პაექრობის დასრულების შემდგომ, რისი პროცესუალური უფლებამოსილებაც სსკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე არ გააჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2024წ.
- საქმე №ას-815-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი…
- საქმე №ას-1279-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ა-216-შ-11-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2019
- საქმე №ას-134-126-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2019
- საქმე №ას-906-856-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2015
- საქმე №ას-97-93-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2012
- საქმე №ას-1836-1809-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2012
- საქმე №ბს-354-339(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ას-631-939-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2009
- საქმე №ბს-1114-1065(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2008
- საქმე №ბს-410-328-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.12.2005
- საქმე №ბს-174-135-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2005
- საქმე №ას-487-766-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2004
- საქმე №ას-237-929-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2003
- საქმე №3კ/1030-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2002
- საქმე №3კ/211-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2001
- საქმე №010222219900019797 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №190210015001098863 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №080210016001408696 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010210016001524826 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №020290118700066764 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №050210017001898197 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №330310016001270809 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №330210018002753353 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №080210016001408696 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება