1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
ისეთი გრაფიკული სიმბოლოები, რომელთაც არ აქვთ
ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები.
ამასთანავე,სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის გამო.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას.
4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.
41. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდების განსაზღვრისას დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები.
5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №887 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №887
- 01.07.2011 კანონი №5017
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.05.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება 1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი გრაფიკული სიმბოლოები, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები. ამასთანავე, სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის გამო. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას. 4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. 41. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდების განსაზღვრისას დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები. 5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(167)
- საქმე №ას-37-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2025
რაც შეეხება მოპასუხის შედავებას არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლით, სსკ-ის 1198-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს…
- საქმე №ას-685-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2025
…წარმოდგენისა და მათი უფლებების დაცვისა, დამსაქმებელთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისა, შრომით დავაში მონაწილეობისა, წევრთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციების უზრუნველყოფისა და სხვა, არამედ დააფუძნა და დაარეგისტრირა სამოქალაქო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისი არასამეწარმეო სუბიექტი - ა.(ა.)ი.პ. „მედიკოსთა კავშირი უფლებები და სამართლიანობა“, რომელიც ვერ შეძლებდა იმ მიზნებზე ემუშავა, რაც პროფკავშირულ ორგანიზაციას ეკისრა და რაზეც საავადმყოფოს თანამშრომლები იყვნენ შეთანხმებული.
- საქმე №ას-1306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…შრომისუნარიანობა. 16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1, 25.1, 46.2, 47.2 მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ 20.11.1998წ. კონვენციის 18.1, 27-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 300 ლარი გონივრულ ოდენობად მიიჩნია.
- საქმე №ას-989-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
…მოსარჩელეს ზიანი მიადგა. 43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იმავე კოდექსის 27.5 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.
- საქმე №ას-329-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
…ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა…
- საქმე №ას-683-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-1474-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
- საქმე №ბს-1176(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ბს-770(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ას-90-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
- საქმე №ას-634-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-284-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2019
- საქმე №ას-480-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2019
- საქმე №ას-1803-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2019
- საქმე №ას-1875-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2019
- საქმე №ას-319-319-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2018
- საქმე №ა-2761-შ-69-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
- საქმე №ას-105-98-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
- საქმე №ას-625-593-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-143-139-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2016
- საქმე №ას-114-110-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2016
- საქმე №ას-893-843-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2015
- საქმე №ას-931-889-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2013
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
- საქმე №ას-101-96-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2013
- საქმე №ას-461-437-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
- საქმე №ას-811-864-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ბს-529-501(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2007
- საქმე №ბს-1000-586(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2005
- საქმე №ბს-835-712-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2004
- საქმე №ბს-121-301-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2003
- საქმე №3გ-ად-78-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.09.2002
- საქმე №330210015773571 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330210016001382579 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.12.2019
- საქმე №330310014411731 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330210018002603398 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №160310016001661111 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210015795585 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310016001355184 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 167-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება