1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.
3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ას-136-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
…შესყიდვის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 516-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 517-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.
- საქმე №ას-704-670-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.09.2015
მოსარჩელეები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ სსკ-ის 55-ე, 170-ე, 173-ე, 516- 517-ე და 85-ე მუხლებზე. 9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- საქმე №ას-331-312-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2015
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლებზე, ასევე 518-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონმდებელი ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნევს არა უფლებამოსილი პირის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევას, არამედ შეთანხმებას უპირატესი უფლების გამოუყენებლობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევასთან კავშირი არა აქვს.
- საქმე №ას-179-169-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2011
…მითითება სამოქალაქო კოდექსის 516-517-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირებთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას; 517-ე მუხლით, ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან;
- საქმე №ას-860-1074-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2009
სადავო შემთხვევაში მოსაrჩელისათვის აr უცნობებიათ კაპიტალის გაზrდის შესახებ და აr შეუთავაზებიათ აქციათა შესყიდვა, rაც ეწინააღმდეგებოდა rოგოrც კანონის ზემოთ დასახელებული ნოrმების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 516-ე, 517-ე მუხლების მოთხოვნებს. მოსაrჩელე ასევე აღნიშნავდა, rომ საზოგადოების წესდების აrსებული rედაქციის 4.6 პუნქტის თანახმად, წესდებას თან ეrთვოდა დანაrთი ¹1, rომელშიც მოცემული იყო აქციონეrთა სია, მათი კუთვნილი აქციების rაოდენობა, შესატანი და წილი საწესდებო კაპიტალში.
- საქმე №ბს-633-605(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2008
- საქმე №ას-460-809-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2007
- საქმე №ას-154-579-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2006
- საქმე №ას-1098-1344-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2006
- საქმე №3გ-ად-548-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2003
- საქმე №ას-9-712-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2003
- საქმე №3კ/829-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2002
- საქმე №3კ/748-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2002
- საქმე №3გ-ად-58-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2002
- საქმე №3გ/ად-231-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2002
- საქმე №3კ/312-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2001
- საქმე №3გ/ად-149-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2000
- საქმე №3კ-363-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება