მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
IV. უპირატესი შესყიდვის უფლე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1449-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
…ვადაში, შესაბამისი საპროექტო სამუშაოების განხორციელება და კომპანიის დანარჩენი პარტნიორებისათვის, შეთანხმებული წილის ღირებულების შეთავაზება, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებებით შეთანხმებულ ვადებში არ განხორციელებულა. 48. სსკ-ის 515-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში გამყიდველს უფლება აქვს, საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია).
- საქმე №ას-536-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
დასახელებული პუნქტი გარიგების ბათილი ნაწილია, რომელიც მთელი გარიგების ბათილობაზე არ ახდენს გავლენას (სსკ-ის 509-ე, 510-ე, 514-ე, 515-ე, 50-ე, 51-ე, 54-ე, 62-ე მუხლები) და გადახდილი თანხის სრული ოდენობით უკუქცევის ვალდებულებას წარმოშობს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
- საქმე №ას-202-191-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2017
ოფციის ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულაცია ასახულია სსკ-ის 515-ე მუხლში, რომლის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში გამყიდველს უფლება აქვს, საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია).
- საქმე №ას-527-493-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2017
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას მხარეთა შორის ოფციის ხელშეკრულების დადების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 515-ე მუხლიდან გამომდინარე, ოფციის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ განსხვავებით ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სტანდარტული…
- საქმე №ბს-738-732(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.02.2012
სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდას, რასაც საფუძვლად ედო მეიჯარის მიერ ხელშეკრულების განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, უკანასკნელი თავისთავად გამორიცხავდა უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით ქონების ღირებულების გადახდის მოთხოვნას, სკ-ის 515-ე მუხლის შესაბამისად მყიდველს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული გამოისყიდოს უძრავი ქონება, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა იძლეოდა მხოლოდ საიჯარო ქირის დავალიანების მოთხოვნის უფლებას.
- საქმე №ბს-1034-992(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2010
- საქმე №330299913236515 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №330210016001316322 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება