თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
III. გამოსყიდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(63)
საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 346-ე და 508-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა სადავო ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერება.
საქმე №ას-700-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
…საკუთრებაში გადაეცათ საზოგადოების ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება იხ. ხელშეკრულების დანართი, ტომი I, ს.ფ. 29-32), ამდენად, ხელშეკრულების 4.8 პუნქტი, გადაცემული ქონების ფასის პროპორციის თვალსაზრისითაც უნდა შეფასდეს. 4.14. სსკ-ის 508-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი უარს ამბობს ხელშეკრულებაზე მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ყოველი მხარე ვალდებულია ერთმანეთს დაუბრუნოს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
საქმე №ას-1495-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
ამასთან, რამდენადაც სადავო ჩუქების ხელშეკრულებას მიენიჭა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების კვალიფიკაცია, ხოლო მყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის თვალსაზრისით), სახეზეა სსკ-ის 508-ე მუხლით (თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
საქმე №ას-296-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2023
მოპასუხე ვალდებულია სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნოს ნომრებში გადახდილი თანხა. ასევე, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმებისას დარღვეულია…
საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
…განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: 28. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელეებმა სადავო თანხის ანაზღაურება მოითხოვეს აუდიტორული დასკვნებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით თანხის ოდენობა არ დგინდება. 29. სსკ-ის 508-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის სახით და არა ერთმანეთისაგან მიღებულის უკან დაბრუნება, რესტიტუცია.
საქმე №ას-348-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 508, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-508/