თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
II. ნასყიდობა გადახდის განვადებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-480(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტზე, 251 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 477-ე, 361-ე, 405-ე, 504-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო საკითხი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.
- საქმე №ას-951-901-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
სსკ-ის 54-ე, 115-ე, 504-ე, 408-ე და 411-ე მუხლებით; „ევროპის სოციალური ქარტიის“ პირველი და 24-ე მუხლებით; 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2 მუხლით;
- საქმე №190210119003132938 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.02.2020
…მიერ წილის დათმობა სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ წილზე საკუთრები უფლების გასხვისება (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სასყიდლიანიც და უსასყიდლოც). უსასყიდლოდ წილის დათმობა წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ნაირსახეობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 504-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება