1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.
3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-842-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2021
…(ცესიონერი) მეწარმე სუბიექტი არის, შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მან აიღო პასუხისმგებლობა და ის სამართლებრივი რისკებიც იკისრა, რაც ხელშეკრულებდან გამომდინარეობს და პირის ნებაზე დამოკიდებული პირობის შესრულებას უკავშირდება. სსკ-ის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
- საქმე №ას-1369-1289-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 498-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
- საქმე №ას-995-1194-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2009
მოცემული დავა სამოქალაქოსამაrთლებrივი ხასიათისაა და იგი უნდა მოწესrიგებულიყო სამოქალაქო კოდექსში ნასყიდობის ხელშეკrულების მაrეგულიrებელი ნოrმების, კეrძოდ, სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პიrველი და მეოrე ნაწილების საფუძველზე. საქაrთველოს უზენაესი სასამაrთლოს სამოქალაქო, სამეწაrმეო და გაკოტrების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბrის განჩინებით შ.
- საქმე №3კ/1244-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2003
…შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა მიერ ვერ ხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ირღვევა ვალდებულება. თუ გამყიდველმა ვერ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მთლიანად მაშინ მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
- საქმე №330210116001207536 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 198-ე, 199-ე, 204-ე, 352-ე, 405-ე, 498-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა მოთხოვნის დათმობის და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.
- საქმე №050210118002169435 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №330217716001212321 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №330210115761847 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2018
- საქმე №050210117002169435 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №050210117002169427 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №010210017002102462 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება