1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(89)
- საქმე №ას-1332-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
გარდა ამისა, კასატორების მითითებით, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში შეთანხმებული პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე.
- საქმე №ას-939-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი;
- საქმე №ას-896-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
…მომსახურების გაწევა მოიცავდა ავტომობილის სტიკერის დამზადებას ან/და გაკვრას, ასევე, დემონტაჟს და შემკვეთი იყო მეწარმე, მას მომსახურების მიღებიდან გონივრულ ვადაში ევალებოდა გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმება (სსკ-ის 629.2, სსკ-ის 495.1 მუხლები), დროის 7-8 თვიანი მონაკვეთი ასეთად ვერ მიიჩნევა. 3.9. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა შესრულებული ვალდებულების მოცულობა.
- საქმე №ას-162-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
აღნიშნულ მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სსკ-ის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის (მეწარმე) ბრუნვაში მონაწილეობა. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს.
- საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, პრეტენზიის გაცხადება მიმღებს ართმევს უფლებას, მომავალში მიუთითოს აღნიშნულ ნაკლზე და მისგან მომდინარე მოთხოვნებზე (ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებიც, კერძოდ: სსკ-ის 495.1-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება);
- საქმე №ას-437-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2023
- საქმე №ას-278-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-472-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ას-1116-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2022
- საქმე №ას-1142-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-956-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-365-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №ას-782-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-322-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-1058-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-1499-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №ას-862-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1057-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-390-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-239-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-883-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ას-476-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-672-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ას-775-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1108-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1113-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-342-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
- საქმე №ას-222-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
- საქმე №ას-27-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ას-991-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-1408-1328-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №ას-1091-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2020
- საქმე №ას-1115-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
- საქმე №ას-959-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2019
- საქმე №ას-954-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2019
- საქმე №ას-1234-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-168-158-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2018
- საქმე №ას-38-38-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2018
- საქმე №ას-629-588-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
- საქმე №ას-373-347-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 89-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება