1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.
3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(135)
- საქმე №ას-427-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2025
…თითქმის ყველა სამართლებრივ სივრცეში განსაზღვრულ იერარქიასა და ეტაპობრიობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს, რომ ვალდებულების დარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული მეორადი მოთხოვნის უფლება იყოს პრიორიტეტული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, ნაკლის გამოსწორება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა.
- საქმე №ას-700-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ ნივთის ნაკლის გამოსწორების ( სსკ-ის 490 მუხლი), ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლის ( სსკ-ის 490 მუხლი), ფასის შემცირების ( სსკ-ის 492 მუხლი) ან ზიანის ანაზღაურების ( სსკ-ის 494 მუხლი) მოთხოვნებს წარმოუშობს.
- საქმე №ას-1332-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება, სათანადო თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით.
- საქმე №ას-162-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
ნივთის ნაკლი მყიდველს ისეთ დამატებით მოთხოვნებს წარმოუშობს, როგორიცაა ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება (სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები). 2.22. მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასვა სახის დასკვნები, სადაც შეფასებულ იქნა, როგორც მიმდინარე ბაზარი, ასევე კომპანიის უძრავი ქონება.
- საქმე №ას-885-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2023
გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემისას, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე, 494-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება.
- საქმე №ას-493-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2023
- საქმე №ას-735-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2023
- საქმე №ას-628-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
- საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
- საქმე №ბს-713(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ას-437-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2023
- საქმე №ას-1505-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2023
- საქმე №ას-1539-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2023
- საქმე №ას-1460-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2023
- საქმე №ას-278-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ას-787-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
- საქმე №ას-472-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ას-306-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ას-593-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №ას-1142-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-365-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №ას-257-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-322-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-622-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2022
- საქმე №ას-1499-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №ას-978-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2022
- საქმე №ას-1055-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-766-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1371-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-1057-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-390-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-239-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-883-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ას-672-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ბს-247-247(4კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
- საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
- საქმე №ას-775-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2021
- საქმე №ას-775-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1108-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1108-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 135-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება