1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.
2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-13-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
რაც შეეხება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, მას სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (თუ მყიდველი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად) წარმოადგენს.
- საქმე №ას-63-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 493-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
- საქმე №ას-831-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
მართალია, თავდაპირველი მოსარჩელე მოთხოვნილ თანხას მიიჩნევს ზიანად, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის, 394-ე მუხლისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, ვერ ხსნის თუ რა წარმოადგენს დამდგარ ზიანს, ქონებრივ დანაკლისს თუ სხვა, ამასთანავე, ხსენებულის საპირისპიროდ, დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მყიდველმა მიიღო შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობის ნივთი და საზღაურიც მის შესაბამისად გადაიხადა (გამყიდველმა…
- საქმე №ას-1164-1084-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
რაც შეეხება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, მას სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (თუ მყიდველი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის…
- საქმე №ას-629-588-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
…ფაქტების (იხ. ამ განჩინების 11.1.1 ქვეპუნქტი), რომ მყიდველმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პროდუქციის მხოლოდ ნაწილი მიიღო და ისიც დაგვიანებით, დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 493.1-ე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი წინაპირობები: „1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
- საქმე №ას-94-90-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2016
- საქმე №ას-169-163-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2012
- საქმე №ას-1038-1262-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2006
- საქმე №ას-801-1435-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2004
- საქმე №3კ/1244-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2003
- საქმე №330210015001183383 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №330210018002484861 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №140210115765690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №180210019002919186 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330210018002284733 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №080210116001466046 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება